
სერვისები
LMG უზრუნველყოფს კლიენტებისათვის სრული იურიდიული მომსახურების მიწოდებას, რაც მოიცავს: სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართალის სფეროებს. LMG უზრუნველყოფს კლიენტებისინტერესების დაცვას სასამართლოში, სამართალდამხავ დაწესებულებებსა, თუ - ადმინისტრაციულ ორგანოში. LMG-ისკლიენტების წრე მოიცავს: საერთაშორისი და ქართულ კომპანიებს, უცხოელ დიპლომატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. LMG უზრუნველყოფს კლიენტთა მომსახურებას ქართულ, ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
საბანკო და საფინანსო სამართალი: სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და წარმომადგენლობა საბანკო და საფინანსო დაწესებულებებში. საწარმოს რეგისტრაციასთან, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მიღებისთან, საწარმოს რეორგანიზაციასთან, წილების/აქციების შეძენასთან, ფინანსურ გარიგებებთან, უზრუნველყოფის საშუალებებთან (გირავნობა/იპოთეკა), კრედიტის აღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი იურიდიული მომსახურება. საბანკო/საფინანსო სფეროში შესაბამისი კვლევა/ანალიზის ან/და „Due Diligence“ (იურიდიული აუდიტის) მომზადება.
საგადასახადო სამართალი: სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა საგადასახადო სამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგადასახადო ორგანოებში კლიენტის წარმომადგენლობა. საგადასახადო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურება (წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში).
უძრავი ქონება და პრივატიზება: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების წარმოება. წარმომადგენლობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის ან/და მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესში; tenderebSi monawileoba; აღნიშნულ სფეროში სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ან/და „Due Diligence“ (იურიდიული აუდიტის) მომზადება. კლიენტის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში, სამართლებრივი მომსახურება შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებით. მოლაპარაკების წარმოება და სათანადო დოკუმენტაციის მომზადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე გარიგების მომზადება და გარიგების მომზადების პროცესში შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის გაწევა. იურიდიული მომსახურება ლიზინგთან, იჯარასთან, ქირავნობასთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სხვა უფლებების მოპოვებასთან მიმართებით.
სამეწარმეო სამართალი: სამართლებრივი მომსახურება საწარმოს დაფუძნებასა და რეორგანიზაცია/ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. საწარმოს გადახდისუუნარობისა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების გაწევა. კლიენტის წარმომადგენლობა კერძო პირებთან (მათ შორის: კომპანიებთან, საბანკო დაწესებულებებთან) და ადმინისტრაციულ ორგანოებთან (სამთავრობო დაწესებულებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და სხვ.) მოლაპარაკებების წარმოების პროცესში. აქციონერთა/პარტნიორთა შეხვედრებისათვის შესაბამისი დოკუმენტებისა და პროექტების მომზადება. საწარმოს რეორგანიზაციის ან წილის/აქციების შესყიდვის პროცესში „Due Diligence“ (იურიდიული აუდიტის) მომზადება.
შრომის სამართალი: შრომითი ხელშეკრულების პროექტების, კომპანიის შინაგანაწესის პროექტის მომზადება. იურიდიული მომსახურება სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, შრომის კანონმდებლობისა და შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევისა და ზიანის მიყენებისას.
ტელეკომუნიკაციები: კლიენტის წარმომადგენლობა სამთავრობო და სხვა შესაბამის ორგანოებთან ურთიერთობაში სათანადო ლიცენზიის/ნებართვის მოპოვების, ავტორიზაციის მიღების პროცესში. აღნიშნულ სფეროში შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
ინტელექტუალური საკუთრება: კლიენტის წარმომადგენლობა საპატენტო და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობაში. იურიდიული მომსახურება ფრენშაიზინგის ხელშეკრულების დადებასთან და სათანადო ლიცენზიის/ნებართვის, პატენტის მოპოვებასთან დაკავშირებით. სასამართლოში წარმომადგენლობა ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავებზე.
საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი: კლიენტისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა საოჯახო და მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. სათანადო დოკუმენტების მომზადება, წარმომადგენლობა სასამართლოში.
სისხლის სამართალი: კლიენტის წარმომადგენლობა სამართალდამცავ/საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში. სასამართლოში წარსადგენი და გამოძიების პროცესში საჭირო სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.
დავებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა: სამოქალაქო (მათ შორის: სახელშეკრულებო, კომერციული, დელიქტური, საკუთრების ხელყოფიდან ან/და ინტელექტუალური საკუთრების უფლებიდან გამომდინარე და სხვ.) დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურება. დავიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოებში (სამთავრობო დაწესებულებებში, მარეგულირებელ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში და სხვ.) წარმომადგენლობა. იურიდიული მომსახურება დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით მოლაპარაკების, მედიაციის ან/და საარბიტრაჟო სამართალწარმოების გზით.
სამართალშემოქმედება: საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება, შესაბამისი განმარტებითი ბარათების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის პრაქტიკისა და პრინციპების განზოგადებისა და შესაბამისი ანალიზის/კვლევის საფუძველზე).