top of page
Anchor 3
განსაკუთრებული შეთავაზებები
Anchor 1

სპეციალური შეთავაზება მცირე  ბიზნესისთვის

 

როგორც ბიზნეს საქმიანობის პარტნიორს, ჩვენ ჯგუფს ზედმიწევნით კარგად ესმის დღევანდელი ეკონომიკური გამოწვევები და სირთულეები. სწორედ ამ მიზნით, ძირითადი საქმიანობის პარალელურად, ჩვენი ჯგუფის მიერ დამატებით შემუშავდა მცირე  ბიზნესის სამართლებრივი მომსახურების პაკეტები. ამასთან, გუნდის მიერ მობილიზუბული იქნა ყველა არსებული რესურსი, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მომსახურების მაქსიმალურად შეღავათიანი ტარიფის დადგენა: 

ა) მიმდინარე მომსახურების პაკეტი (თვეში 25 საათი), რაც მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, სამართლებრივი ხასიათის   დოკუმენტების (ხელშეკრულებების პროექტები, იურიდიული ხასიათის სხვა მიმდინარე საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და სხვა) შედგენას, კლიენტის წარმომადგენლობას შეხვედრებზე და სხვა. – პაკეტის თვიური ღირებულება 1000 აშშ  დოლარიდან. 

ბ) მიმდინარე და სასამართლო მომსახურების პაკეტი (თვეში 35 საათი), რომელიც ზემოაღნიშნული მომსახურების გარდა, აგრეთვე, მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე. -  პაკეტის თვიური ღირებულება 1500 აშშ დოლარიდან.

გ) ადგილზე მომსახურების პაკეტი მოიცავს მიმდინარე მომსახურების პაკეტით გათვალისწინებულ მომსახურებასა და ადგილზე მიმდინარე საქმეების სისტემატური მონიტორინგის განმახორციელებელი

იურისტის გამოყოფას - პაკეტის ღირებულება 2000 აშშ  დოლარიდან. 

დ) ამასთან კომპანიას აქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ მომსახურების პრემიუმ პაკეტი, რაც მოიცავს ყველა სახის იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებში. პრემიუმ პაკეტი მოიცავს შეუზღუდავ წარმომადგენლობას ნებისმიერ მესამე პირთან, მათ შორის სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ამასთან, პრემიუმ მომსახურების ფარგლებში ჩვენი კომპანია კლიენტის ადგილზე მომსახურებისათვის ცალკე გამოყოფს კვალიფიციურ იურისტს და, პარალელურად, კლიენტის განკარგულებაში რჩება კომპანიის ყველა დარგის სპეციალისტი – პაკეტის ღირებულება 3000 აშშ დოლარიდან. 

ე) დროებითი მომსახურების პაკეტი დაეხმარება კომპანიებს, რომელთაც არ აქვთ ხანგრძლივი იურიდიული მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, თუმცა ესაჭიროებათ კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშრებული დოკუმენტაციის შექმნა (პარტნიორთა შეთანხმება, წესდება, შინაგანაწესი, დებულება, შრომითი ხელშეკრულებები და სხვა); პარტნიორებთან ურთიერთობისათვის საჭირო დოკუმენტაციის დრაფტების შექმნა (ნასყიდობის, ნარდობის, ლიზინგის, მიწოდების, იჯარის, ფრენჩაიზის ხელშეკრულებები და სხვა); კომპანიაში მიმდინარე პროცესების სწორ სამართლებრივ ფორმაში ჩასმა (რეორგანიზაცია, შტატების შემცირება, რებრენდინგი და სხვა.) აღნიშნულ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება გამოანგარიშდება ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სირთულის შესაბამისად. 

ამასთან, ჩვენი ჯგუფის მიერ შემუშავებულია კომბინირებული მომსახურების პაკეტი რომლის მეშვეობოთაც კომპანიებს ექნებათ უნიკალური და შეღავათიანი შესაძლებლობა ისარგებლონ იურიდიული, საბუღალტრო და შრომის უსაფრთხოების გართიანებული სერვისით.

Anchor 2

სპეციალური შეთავაზება მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის

ჩვენი გუნდის მიერ მსხვილი ბიზნესისთვის შემუშავებულია სამართლებრივი მომსახურების გაწევის სხვადასხვა ფორმატი, რათა მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული კლიენტის ინტერესები: 

ა) მიმდინარე მომსახურების პაკეტი (თვეში 25 საათი), რაც მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას, სამართლებრივი ხასიათის   დოკუმენტების (ხელშეკრულებების პროექტები, იურიდიული ხასიათის სხვა მიმდინარე საქმიანობისათვის საჭირო დოკუმენტაცია და სხვა) შედგენას, კლიენტის წარმომადგენლობას შეხვედრებზე და სხვა. – პაკეტის თვიური ღირებულება 2000 აშშ დოლარიდან (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). 

ბ) მიმდინარე და სასამართლო მომსახურების პაკეტი (თვეში 35 საათი), რომელიც ზემოაღნიშნული მომსახურების გარდა, აგრეთვე, მოიცავს კლიენტის წარმომადგენლობას სასამართლოსა და არბიტრაჟში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე -  პაკეტის თვიური ღირებულება 3000 აშშ დოლარიდან (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში).

გ) ადგილზე მომსახურების პაკეტი მოიცავს მიმდინარე მომსახურების პაკეტით გათვალისწინებულ მომსახურებასა და ადგილზე მიმდინარე საქმეების სისტემატური მონიტორინგს განმახორციებელი იურისტის გამოყოფას - პაკეტის ღირებულება 4000 აშშ დოლარიდან (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). 

დ) ამასთან კომპანიას აქვს შესაძლებლობა შემოგთავაზოთ მომსახურების პრემიუმ პაკეტი, რაც მოიცავს ყველა სახის იურიდიულ მომსახურებას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სფეროებში. პრემიუმ პაკეტი მოიცავს შეუზღუდავ წარმომადგენლობას ნებისმიერ მესამე პირთან, მათ შორის სასამართლოში, სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში. ამასთან, პრემიუმ მომსახურების ფარგლებში ჩვენი კომპანია კლიენტის ადგილზე მომსახურებისათვის ცალკე გამოყოფს კვალიფიციურ იურისტს, პარალელურად კი, კლიენტის განკარგულებაში რჩება კომპანიის ყველა დარგის სპეციალისტი – პაკეტის ღირებულება 5000 აშშ დოლარიდან (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში). 

ე) დროებითი მომსახურების პაკეტი დაეხმარება კომპანიებს, რომელთაც არ აქვთ ხანგრძლივი იურიდიული მომსახურებით სარგებლობის სურვილი, თუმცა ესაჭიროებათ კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშრებული დოკუმენტაციის შექმნა (პარტნიორთა შეთანხმება, წესდება, შინაგანაწესი, დებულება, შრომითი ხელშეკრულებები და სხვა); პარტნიორებთან ურთიერთობისათვის საჭირო დოკუმენტაციის დრაფტების შექმნა (ნასყიდობის, ნარდობის, ლიზინგის, რეორგანიზაციის,  მიწოდების, იჯარის, ფრენჩაიზის ხელშეკრულებები და სხვა); კომპანიაში მიმდინარე პროცესების სწორ სამართლებრივ ფორმაში ჩასმა (რეორგანიზაცია, შტატების შემცირება, რებრენდინგი და სხვა.) აღნიშნულ შემთხვევაში მომსახურების ღირებულება გამოანგარიშდება ინდივიდუალურად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სირთულის შესაბამისად.

bottom of page