
მოგესალმებით
იურიდიული კომპანიების ჯგუფი - LMG 2011 წლიდან ფართოდ წარმოდგენილია საქართველოს სამართლებრივი მომსახურების სივრცეში. ამ წლების განმავლობაში სახელმწიფო თუ კერძო სექტორის დაკვეთით, ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის თანამონაწილეობით არაერთი ლოკალური თუ საერთაშორისო მნიშვნელობის მსხვილი ბიზნეს პროექტი განხორციელდა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკიური განვითარებისათვის. ათი წლის განმავლობაში ბიზნესის წარმატებისაკენ ფეხდაფეხ სწრაფვის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ სწორედ კვალიფიციური, ეფექტური და დროული იურიდიული მომსახურება არის ბიზნესის სწორად განვითარების ერთ-ერთი მყარი საფუძველი.
ჩვენი გუნდი არა მხოლოდ მოიცავს სამართლებრივი მომსახურების ყველა სფეროს, არამედ მუდმივად მუშაობს სამართლებრივ სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის, ახლებური, ინოვაციური ხედვის შემუშავება-დამკვიდრების მიმართულებით. ყოველი კონკრეტული სამართლებრივი მიმართულებით ჩვენს მაღალკვალიფიციური გუნდის ძალისხმევა მთელ რიგ შემთხვევებში გახდა სასამართლოს მიერ სამართლებრივი საკითხის განსხვავებულად გააზრების - განსხვავებული სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველი; მოგებით და მორიგებით დასრულებული გვაქვს სასამართლოებსა და არბიტრაჟში წარმოებული ისეთი რთული დავები, რომლებიც სასამართლო პრაქტიკაში იყო უნიკალური და საფუძვლად დაედო პრაქტიკის განვითარებას. ჩვენი გუნდის ხელშეწყობოთ მოზიდული იქნა მრავალმილიონიანი ინვესტიციები და შესაძლებელი გახდა უმნიშვნელოვანესი პროექტების ინვესტირება და განხორციელება, მრავალი მათგანი კი ჯერ ისევ განხორციელების პროცესშია; ჩვენი ჯგუფის უშუალო მონაწილეობით შედგა სამართლებრივი შეთანხმება არაერთი, მსოფლიოში ცნობადი, სახის მიერ ქართული პროდუქციის რეკლამირებასთან მიმართებაში; ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავები საქართველოს ფარგლებს გარეთ - საერთაშორისო არბიტრაჟებში აწარმოონ; შრომით დავებთან დაკავშირებული, ჩვენი კომპანიის, ღრმა კვლევა-ანალიზის შედეგად შემუშავებული მეთოდები შესაძლებელს ხდის დასაქმებასთან დაკავშირებული ახალი გაცილებით მოქნილი სტანდარტების ჩამოყალიბებას; ჩვენი ჯგუფის პარტნიორობით შეიქმნა, მსოფლიო მასშტაბით სრულად ინოვაციური, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა იურიდიული მომსახურების პროექტი,
ჩვენი გუნდის უპირატესობას სწორედ ინოვაციებისადმი, სერვისის მუდმივი სრულყოფისადმი სწრაფვა და თითოეული ჩვენი პარტნიორის, თითოეული ჩვენი კლიენტის ინტერესების საკუთარ ინტერესებთან გაიგივება წარმოადგენს.



